ფეხბურთი

13:06 | 4.01.2016 | ნანახია 1581 - ჯერ

ვარდი ოპერაციას გაიკეთებს

“ლესტერის” თავდამსხმელი ჯეიმი ვარდი გარკვეული პერიოდით თამაშგარეთ დარჩება. BBC-ის ცნობით, მას საზარდულზე მცირე ოპერაციის გაკეთება მოუწევს და ერთ, ან ორ კვირას გამოტოვებს.

“ლესტერს” უახლოესი ორი თამაში ლონდონის “ტოტენჰემთან” ელის - 10 იანვარს თასზე და 14-ში პრემიერლიგაში. ვარდის სათასო მატჩში მონაწილეობა გამორიცხულია და ექიმები ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, შეძლებს თუ ვერა ის ლონდონელების წინააღმდეგ ჩემპიონატში თამაშს.

28 წლის ვარდიმ პრემიერლიგაში ჩატარებულ 20 მატჩში 15 გოლი გაიტანა. 2 იანვარს, “ბორნმუთთან” მატჩში (0:0) მან მოედანზე 90 წუთი გაატარა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:57 | 19.07.2016
forza lazio bamos real (147)

კარგი იქნება თუ ჰოფენჰაიმში გადავა ფოლანდის ადგილს დაიკავებს

11:18 | 19.07.2016
deqstera_best_7 (1964)

წამო დინამოში

12:42 | 19.07.2016
რაჭა (10043)

ისე, კარგი იქნებოდა DDDD

10:18 | 19.07.2016
iloreli (2516)

კუბა რომაში მინდა

0.066772
1581