ჯაბა ბრეგვაძის “ვუსტერ უორიორსმა” ინგლისის “ავივა პრემირშიპის” მე-8 ტურის მატჩში, “ჰარლექუინსს” დასკვნით 30 წუთში 17 უპასუხო ქულა გაუკეთა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრების კვაჭი ახალ წლებზე თბილისში შენიშნეს და ბუნებრივია, გუნდის განაცხადში ვერ იქნებოდა. თამაშს 9 ათასი მაყურებელი ესწრებოდა და პირველ ტაიმში გატანილ 2 ლელოს, მეორეს დასაწყისში “ჰარლექუინსმა” მესამეც შემატა - 3:24. მასპინძლებმა მატჩში გარდატეხის შეტანა შეძლეს და 48-ედან 69-ე წუთამდე 3 საპასუხო ლელო გაიტანეს, მაგრამ ორი გარდასახვა გაუცუდდათ, დასკვნით 10 წუთში ქულა ვეღარ აიღეს, 20:24 დამარცხდნენ და მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას დასჯერდნენ.
“ვუსტერი” მომდევნო თამაშს 10 იანვარს, სტუმრად “უოსპსის” წინააღმდეგ გამართავს.