ფლორენციის “ფიორენტინას” სენეგალელი თავდამსხმელი ჰუმა ბაბაქარი კარიერის ინგლისში, კერძოდ “ლესტერსა” და “კრისტალ პალასში” გაგრძელებას არ აპირებს.
The Guardian-ის ცნობით, ინგლისური კლუბები იმედოვნებდნენ, რომ 22 წლის ფეხბურთელით იანვრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერდებოდნენ. მაგრამ ფლორენციელები ბაბაქარის გაშვებას არ აპირებენ.
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “ფიორენტინა” სხვა ფორვარდს, ჯუზეპე როსის შეელევა, რომელიც სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის.
რაც შეეხება ბაბაქარის სტატისტიკას, “ფიორენტინას” მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა.