ფეხბურთი

11:38 | 4.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონს ხელფასის სამმაგ ზრდაზე უარი უთქვამს

იტალიის ეროვნული ნაკრების მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ ჟურნალისტებს გაანდო, რომ მისმა კლიენტმა ტურინის “იუვენტუსში” დარჩენის გამო ძალზე ხელსაყრელ წინადადებაზე თქვა უარი.

38 წლის კიპერი ახლაც საუკეთესო ფორმაშია და უმაღლეს დონეზე თამაშს განაგრძობს. ბევრს უჩნდება კითხვა, როდემდე შეძლებს ის ამ დონეზე დარჩენას, მარტინამ კი, ამ თემასთან კავშირში არც ისე შორეული წარსული გაიხსენა.

“38 წლის ასაკში ძნელია რაიმე იწინასწარმეტყველო, მაგრამ ფაქტია, ჯიჯი ასეთი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, თამაშის ხარისხის მაჩვენებლით ყველა რეკორდს ამხობს. ის მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი და გამორჩეული პიროვნებაა. 2013 წელს მან უარი თქვა სატრანსფერო წინადადებაზე, რომლის თანახმადაც მისი ხელფასი სამჯერ უფრო მეტი იქნებოდა, იმასთან შედარებით, რასაც ახლა “იუვენტუსში” იღებს. მან “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა და ამასთან, ხელფასის გაზრდა ერთი ცენტითაც არ მოუთხოვია” - თქვა Corriere Dello Sport-თან საუბარში მარტინამ და სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, ბუფონის სავარაუდო შემცვლელებზეც ისაუბრა:

“ჯანლუიჯი დონარუმა ძალიან ძლიერია, მაგრამ შემიძლია კიდევ ერთი ვარიანტი ვივარაუდო - ალექს მერეტა “უდინეზედან”.

0.115464