ვაჰ დრონი, დრონი ნაგემნი მტკბარად, წარილტვნენ გაჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარა, ეშლი კოული კი იგივეა მარად და მარად. თუმცა სიტყვა ”იგივეა” ამ შემთხვევაში ალბათ მხოლოდ გარეგნულ ასპექტებს გულისხმობს, თორემ მას შემდეგ, რაც ბრიტანელი მცველი იტალიურ “რომაში” გადაბარგდა, მისი ფეხბურთი არ გაიშვას არსად.
ეშლი კოულის ცხოვრებაში ბოლო დროს ორი მთავარი სიახლეა. პირველი სიახლე ისაა, რომ უკვე გადაწყვეტილია, რომ წელს კოული თავის მიკნავლებულ საფეხბურთო კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს, რაც სულაც არაა გასაკვირი, რადგან იტალიის დედაქალაქში მისი საქმეები რბილად რომ ვთქვათ არცთუ კარგად მიდის.
მეორე სიახლე კი ისაა, რომ ეშლის ახალი გულისსწორი, იტალიელი მოდელი, შერონ კანუ, ინგლისელი ფეხბურთელისგან შვილს ელოდება და თითქმის უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ იგი თავის სატრფოს ამერიკაში გაჰყვება, რაც ირიბადაც და პირდაპირაც, მათ თანაცხოვრებას ნიშნავს. მაშა მაშა, აგრე იცის კოულმა!