ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურის მეორე სათამაშო დღეს 6 შეხვედრა ჩატარდა, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს “მესტალიაზე” გასამართი დაპირისპირება იწვევდა, სადაც ადგილობრივმა “ვალენსიამ” მადრიდის “რეალი” მიიღო და ორი ქულა დაატოვებინა.
გარი ნევილმა “ვილიარეალთან” გამოყენებული ტაქტიკა 3-5-2 შეცვალა და 4-3-3 სქემა აირჩია. შესაბამისად, ალვარო ნეგრედოსა და რუბენ ვეზოს ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში ლუკას ორბანი და როდრიგო დე პაული გამოჩნდნენ.
მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო რაფაელ ბენიტესმა, რომელმაც კასემიროს, ისკოსა და ხამესს მატეო კოვაჩიჩი არჩია. ასევე, კვლავ თადარიგში დარჩა რაფაელ ვარანი.
შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა. თავიდან “რეალი” ფლობდა უპირატესობას, ხოლო დაახლოებით 30-ე წუთიდან სათამაშო ინიციატივა “ღამურებმა” იგდეს ხელთ. მასპინძელთაგან ყველაზე მეტად ჟოაო კანსელო, როდრიგო დე პაული და ანდრე გომეში აქტიურობდნენ, ხოლო სტუმართაგან ქარიმ ბენზემა, მარსელო და გარეტ ბეილი გამოირჩეოდნენ. ანგარიში მე-16 წუთზე სტუმრებმა ძალიან ლამაზი კომბინაციით გახსნეს, რომელიც ქარიმ ბენზემამ დააგვირგვინა. ამის შემდეგ, მასპინძლებს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ კანსელოს, აბდენურსა და გომეშს ცოტა დააკლდათ მიზნამდე. თუმცა, სწორედ პორტუგალიელი ნახევარმცველის აქტიურობამ გამოიღო შედეგი 45-ე წუთზე. მან მეტოქის საჯარიმოში პეპეს დაარღვევინა წესები და პენალტი დაინიშნა, რომელიც დანიელ პარეხომ აქცია გოლად.
მეორე ტაიმის დასაწყისი თანაბარი გამოდგა, მაგრამ 67-ე წუთზე მატეო კოვაჩიჩის გაძევების შემდგომ მცირე უპირატესობა “ღამურებმა” იგდეს ხელთ და ბურთის უფრო მეტად აკონტროლებდნენ, მაგრამ დაწინაურება სტუმრებმა მოახერხეს – 81-ე წუთზე ტონი კროოსმა ჯარიმა მოაწოდა, საჯარიმოში ყველას გარეტ ბეილმა აჯობა და თავური დარტყმით მეორედ დააწინაურა “რეალი”. გაშვებულმა გოლმა “ვალენსია” ვერ გატეხა და წონასწორობა ერთ წუთში აღადგინა, როდრიგო დე პაულმა როდრიგო მორენოს თავზე დაასვა ბურთი, რომელმაც პაკო ალკასერს გაატანინა. დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო მოგება და გამოსაყოფი მსაჯის მიერ კომპენსირებული დროა. 92-ე წუთზე “ვალენსია” კრიშტიანო რონალდუმ გადაარჩინა, რომელმაც მაპინძელთა მცველის როლი შეასრულა და ბურთი კარიდან გამოიტანა, ხოლო ერთ წუთში მასპინძლებმა უსწრესი კონტრშეტევა განახორციელეს და პაკო ალკასერის დიდებული გადაცემის შედეგად ალვარო ნეგრედო მეკარესთან პირისპირ დარჩა, გვერდით ედგა როდრიგო მორენოც, მაგრამ გამოცდილი ფორვარდი ძალიან ცუდად გაისარჯა, არც პასი გააკეთა, პირდაპირ კეილორ ნავასს გაარტყა ბურთი და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება წაართვა – 2:2.
აღსანიშნავია, ქარიმ ბენზემასთან დაკავშირებული ინციდენტიც. როდესაც ფრანგი ფორვარდი შეცვალეს, მთელი “მესტალია” მეტიუ ვალბუენას სახელს სკანდირებდა. სამაგიეროდ, მასპინძელთა ქომაგები ძალიან თბილად დახვდნენ რაფაელ ბენიტესს, რომელმაც "ლოს ჩეს" 2002-2004 წლებში ორჯერ ლა ლიგა და ერთჯერ უეფას თასი მოაგებინა.
“რეალი” 37 ქულით მე-3 ადგილზეა და “ბარსელონას” ორით, ხოლო “ატლეტიკოს” ოთხი ქულით ჩამორჩება. თანაც, “ბლაუგრანას” ერთი მატჩი თადარიგში აქვს.
“ვალენსია” კი, 23 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება და მე-4 ადგილოსანს უკვე 13 ქულით ჩამორჩება.
მე-4 ადგილოსანი “ვილიარეალი” გალისიაში ესტუმრა “დეპორტივოს, უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვა და “რეალს” მხოლოდ ქულითღა ჩამორჩება. სტუმრებმა ტაიმი ბრუნო სორიანოს გოლით მოიგეს, რასაც ლუის ალბერტოს გამათანაბრებელი ბურთი მოჰყვა მეორე ნახევრის დასაწყისში. ვალენსიელებმა გამარჯვების გოლი 95-ე წუთზე გაიტანეს, ბრუნო სორიანომ პენალტი შეასრულა ზუსტად – 1:2.
მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა “სევილიამ”, რომელიც ანდალუსიურ დერბიში გასვლაზე “გრანადასთან” დამარცხდა. “დალაქები” ორბურთიანი სხვაობით აგებდნენ. ვიტოლომ ტაიმის ბოლო წუთზე ანგარიშის შემცირება მოახერხა, თუმცა მეორე ნახევარში უნაი ემერის შეგირდებმა ვეღარაფერი გააწყვეს და უქულოდ დარჩნენ – 2:1.
მეორე სევილიურმა კლუბმა “ბეტისმა” შინ “ეიბარი” მიიღო და მოულოდნელად, ოთხი უპასუხო ბურთი გაუშვა.
დღის გახსნითი შეხვედრა “ესტადიო ვალეკასზე” გაიმართა, სადაც “რაიო ვალეკანო” ორჯერ უგებდა “სოსიედადს”, თუმცა მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა “სან მამესზეც”, სადაც ადგილობრივმა “ბილბაომ” “ლას პალმასს” ვერ სძლია.
რაიო ვალეკანო – სოსიედადი 2:2 (1:1)
მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): იოელი, დ.ლორენტე, ზე კასტრო, ქუინი, ტიტო, ბაენა, ტრაშორასი, ბანგურა (ბებე 64), ხოზაბედი, ემბარბა (პ.ერნანდესი 87), გერა (მანუჩო 73).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
სოსიედადი (4-2-3-1): რული, ელუსტონდო, ი.მარტინესი, ბერჩიჩი, კ.მარტინესი, ილარამენდი (პრიეტო 65), ბერგარა, პარდო, ბრუმა (ჩ.კასტრო 85), ველა, ჯონათასი.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
გოლები: 1:0 დ.ლორენტე (15), 1:1 ელუსტონდო (27), 2:1 ხოზაბედი (51), 2:2 ბრუმა (63)
გაფრთხილებები: დ.ლორენტე, ქუინი, ზე კასტრო – კ.მარტინესი, ბერგარა, ბერჩიჩი
მსაჯი: მატეუ ლაოსი
ბეტისი – ეიბარი 0:4 (0:2)
სევილია, “ბენიტო ვილამარინი”
ბეტისი (4-2-3-1): მოლინა, ფიგეირასი (კადირი 70), პაცელა, მოლინერო, ვარგასი, ნ’დიაიე, პეტროსი, სებალიოსი (პორტილიო 80), ვადილიო (მოლინა 46), სეხუდო, რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, რამისი, პანტიჩი, კაპა, ლუნა, დ.გარსია (ისრაფილოვი 83), ესკალანტე, ინუი (ბერხონი 61), ადრიანი, კეკო, ენრიჩი (ბასტონი 76).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 0:1 კაპა (3), 0:2 კეკო (17), 0:3 ადრიანი (71), 0:4 ბასტონი (82)
გაფრთხილებები: ფიგეირასი, ვარგასი, მოლინა, რ.კასტრო – ინუი, ადრიანი, ლუნა
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
გრანადა – სევილია 2:1 (2:1)
გრანადა, “ლოს კარმენესი”
გრანადა (5-3-2): ა.ფერნანდესი, მაინცი, ლომბანი, დორია, მენდეში, ფოლქიერი, რ.პერესი, კრინი (აგბო 72), როჩინა (ფ.რიკო 77), საკსესი (ელ არაბი 89), პენარანდა.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
სევილია (4-4-2): ს.რიკო, რამი, კოლოძიეჩაკი, ესკუდერო, მარიანო (კონოპლიანკა 74), იბორა (კრისტოფორო 46), კრიხოვიაკი, რეიესი, ვიტოლო, გამეირო, ფ.ლორენტე (ბანეგა 46).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 1:0 საკსესი (17), 2:0 პენარანდა (37), 2:1 ვიტოლო (45)
გაფრთხილებები: მენდეში, საკსესი – რამი, მარიანო
გაძევება: რამი (86)
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბილბაო – ლას პალმასი 2:2 (1:0)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, გურპეგი, დე მარკოსი, ბალენსიაგა, სან ხოსე, სუსაეტა, მ.რიკო (იტურასპე 53), უილიამსი (მუნიაინი 82), რ.გარსია (ერასო 68), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, სიმონი, აიტამი, კასტელიანო, ბიგასი, ვ.გომესი, კულიო (მომო 81), ვიერა, ტანაუსუ (ვაკასო 90), ელ ჟარი (ნაუზეტი 90), არაუხო.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
გოლები: 1:0 ადურისი (17 პენ.), 1:1 ვ.გომესი (63), 2:1 უილიამსი (66), 2:2 ტანაუსუ (81)
გაფრთხილებები: ბალენსიაგა, იტურასპე, დე მარკოსი – დ.გარსია, ვ.გომესი, აიტამი, ელ ჟარი
მსაჯი: დელ სერო გრანდე
დეპორტივო – ვილიარეალი 1:2 (0:1)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, სიდნეი, არიბასი, ხუანფრანი, ფ.ნავარო, ბერგენტინოსი, მოსკერა, კარტაბია (კარდოსო 77), ლ.ალბერტო (რიერა 78), ფაჟრი, ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, მუსაჩიო, რუისი, გასპარი, რუკავინა, ჯ.დოს სანტოსი (ლეივა 81), პინა, დ.სუარესი, სორიანო, სოლდადო (სამუელი 76), ბაკამბუ (ბაპტიშტაო 66).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
გოლები: 0:1;1:2 სორიანო (36;95 პენ.), 1:1 ლ.ალბერტო (48)
გაფრთხილებები: ლ.ალბერტო, არიბასი, ფ.ნავარო – სორიანო, ჯ.დოს სანტოსი, სოლდადო
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ვალენსია – რეალი 2:2 (1:1)
ვალენსია, “მესტალია”
ვალენსია (4-3-3): დომენეში, სანტოსი, აბდენური, ორბანი (როდრიგო 80), ბარბოსა, პარეხო (ნეგრედო 85), გომეში, დე პაული (ფუეგო 87), კანსელო, ალკასერი.
მწვრთნელი: გარი ნევილი
რეალი (4-3-3): ნავასი, პეპე, რამოსი, დანილო, მარსელო, კროოსი, კოვაჩიჩი, მოდრიჩი, რონალდუ, ბეილი, ბენზემა (ვაზკესი 67).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
გოლები: 0:1 ბენზემა (16), 1:1 პარეხო (45+1 პენ.), 1:2 ბეილი (82), 2:2 ალკასერი (83)
გაფრთხილებები: ბარაგანი – პეპე
გაძევება: კოვაჩიჩი (67)
მსაჯი: ხოსე სანჩესი