ფეხბურთი

15:19 | 3.01.2016 | ნანახია NaN - ჯერ

სლავენ ბილიჩი შოთა არველაძეზე: “მან გარისკა”

“ვესტ ჰემის” ხორვატმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა თჰე თელეგრაპჰ-თან ინტერვიუში შოთა არველაძეზეც ისაუბრა. ბილიჩმა განაცხადა, რომ სახიფათოა იმ გუნდის მწვრთნელად მუშაობა, სადაც ადრე თამაშობდი. ხორვატი თავადაც ასე იყო: “ვესტ ჰემში” თამაშობდა, ახლა კი გუნდს თავკაცობს.

“მეც გავრისკე. იყო ასეთი ქართველი ფეხბურთელი: შოთა არველაძე. “ტრაბზონსფორში" თამაშობდა, იქ დიდი სახელი დაიგდო, მერე გადავიდა “აიაქსში”, იქიდან “რეინჯერსში”. მართლაც მაღალი კლასის ფორვარდი გახლდათ. თურქეთში როცა “ბეშიქთაშს” ვწვრთნიდი, ის “ქასიმფაშას” უძღვებოდა. “ტრაბზონსფორმა” ადრე შესთავაზა გადასვლა, მაგრამ ორი წლის განმავლობაში არველაძე თავს იკავბდა. მან თქვა, ტრაპიზონში გმირი ვარ და არ მინდა, რომ ყველაფერი დავანგრიოო. შემდეგ მაინც დათანხმდა წინადადებას, მაგრამ ორთვენახევარში უკვე გუნდიდან წასვლამ მოუწია. არველაძესთან არ მისაუბრია, მაგრამ მან ალბათ, გარისკა. თუმცა ეს რისკია და არა აკრძალვა. მე მაინც მივიღე “ვესტ ჰემის” წინადადება”.

0.138487