ფეხბურთი

18:54 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” და “მილანი” ისკოზე ამუშავდნენ

როგორც იტალიური La Repubblica იუწყება, ტურინის “იუვენტუსი” მზადაა მადრიდის “რეალს” ისკოს სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზოს. ესპანური მედიის ინფორმაციით, ნახევარმცველს რაფაელ ბენიტესთან კარგი ურთიერთობა არ აქვს და მზადაა კლუბი დატოვოს.

ესპანელისადმი ინტერესს “მილანიც” იჩენს. “როსონერი” მზადაა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 23 წლის მოთამაშე იჯარის წესით აიყვანოს. ისკოს მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბები “მანჩესტერ სიტი” და ლონდონის “ჩელსიც” იჩენენ.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს.

0.123908