ფეხბურთი

17:14 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” მზადაა სეზონის ბოლოს რონალდუ 60 მილიონ ევროდ გაყიდოს

როგორც ესპანური Sport-ი იუწყება, მადრიდის “რეალი” მზადაა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე სეზონის ბოლოს 60 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმოს.

აღნიშნული იდეის ინიციატორი კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია, რომელსაც სურს კლუბში რეორგანიზაცია მოახდინოს და მზადაა პორტუგალიელი პატარა თანხის სანაცვლოდ დათმოს. ფეხბურთელით დაინტერესებულნი “მანჩესტერ იუნაიტედი” და პსჟ არიან.

რონალდუ “რეალის” ლიდერია. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 23 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2015 წლის ივლისის შემდეგ 10 მილიონი დაეცა და ამჟამად 110 მილიონ ევროს შეადგენს.

0.114339