ფეხბურთი

12:14 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუნიმ “მანჩესტერის” და პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი “მანჩესტერ იუნაიტედის” და პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.

“სუონსისთან” მოგებულ (2:1) ინგლისის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში 30 წლის ფეხბურთელმა თავი 77-ე წუთზე გამოიჩინა. რუნიმ “მანჩესტერის” ბომბარდირთა დავაში დენის ლოუს შედეგი (237) ერთი გოლით გააუმჯობესა და ახლა მხოლოდ ბობი ჩარლტონს (249) ჩამორჩება.

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში უეინი მხოლოდ ალან შირერე ჩამორჩება. ინგლისელის ანგარიშზე 260 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111802