ფლორენციის “ფიორენტინა” კატალონიური “ბარსელონას” ორი ფეხბურთელის - მუნირ ელ ჰადადისა და სანდრო რამირესის განათხოვრების წესით აყვანას გეგმავს.
Diario Gol-ის ცნობით, ამ ახალგაზრდა და ნიჭიერ შემტევებს კატალონიურ კლუბში სათამაშო დრო არ ყოფნით, “ფიორენტინა” კი, მათი გაძლიერებას გეგმავს.
20 წლის მარჯვენა გარემარბმა მუნირმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ერთად, “ბარსელონას” შემადგენლობაში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. თავდამსხმელი რამირესი ასევე 20 წლისაა, მან 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა, ორჯერ კი, თანაგუნდელებს გაუწია ასისტენტობა.