ფეხბურთი

3:51 | 3.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” სათავეში მოექცა

ესპანეთის ჩემპიონატის 2016 წლის პირველი ტური იღბლიანი გამოდგა მადრიდის “ატლეტიკოსთვის”. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა შინ “ლევანტე” მიიღეს და მათთვის დამახასიათებლად, მინიმალური სხვაობით იმარჯვეს. სტუმარმა ფეხბურთელებმა მე-80 წუთამდე გაძლეს, თუმცა შეცვლაზე შემოსულ ტომას ტეიეს ვერაფერი მოუხერხეს და ახალგაზრდა ფეხბურთელის ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე “როხიბლანკომ” იმარჯვა და 41 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა – 1:0.

“ატლეტიკოს” გალიდერების მიზეზი კი, “ბარსელონას” წაბორძიკებაა. “ბლაუგრანამ” ქულები კატალონიურ დერბიში “კორნელია ელ პრატზე” “ესპანიოლთან” დაპირისპირებაში დაკარგა. მასპინძლებმა მეტოქეს ხისტი და აგრესიული შესთავაზეს, რამაც გაამართლა და დადებითი შედეგი გამოიღო. სტუმართაგან გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი ლუის სუარესს ჰქონდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ძელს დაარტყა – 0:0. “ბარსელონა” 39 ქულით მე-2 ადგილზეა, თუმცა ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს და გამარჯვების შემთხვევაში, ლიდერობას დაიბრუნებს.

დღის დასკვნითი შეხვედრა “ლა როსალდედაზე” შედგა, სადაც ფორმაში შესულმა “მალაგამ” ვიგოს “სელტა” დაჯაბნა და ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა. მასპინძლებმა სოლიდური უპირატესობა ნახევარ საათშივე მოიპოვეს, ჯერ ჩარლესმა გაიტანა, ხოლო სხვაობა ალბენტოსამ გაზარდა. ანდალუსიელებს 66-ე წუთზე მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ ნორდინ ამრაბატმა შეცვლაზე შემოსულ სერხიო ალვარესს ვერ აჯობა – 2:0.

ატლეტიკო – ლევანტე 1:0 (0:0)

გოლი: ტეიე (81)

მალაგა – სელტა 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჩარლესი (8), 2:0 ალბენტოსა (26)
გაძევება: ბლანკო (64)

66-ე წუთზე ამრაბატმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ესპანიოლი – ბარსელონა 0:0

თეგებილა ლიგა
0.134625