ფეხბურთი

21:18 | 31.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვალენსიურ დერბიში “ვილიარეალმა” იმარჯვა

ესპანეთის ჩემპიონატის 2015 წლის ბოლო შეხვედრა “ელ მადრიგალზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ვილირეალმა” ვალენსიურ დერბიში “ვალენსია” მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

მატჩი დაბალი ტემპით და მწირი მომენტებით გამოირჩა. პირველ ნახევარში უპირატესობას “ვილირეალი” ფლობდა, თუმცა რეალური შანსების შექმნა უჭირდათ.

მეორე ტაიმში კი, როდესაც “ვალენსია” გააქტიურდა და რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელა, სწორედ მაშინ გაუშვა გოლი – 64-ე წუთზე ბრუნო სორიანომ საჯარიმო დარტყმა ძალიან კარგად შეასრულა და ხაუმე უშანსოდ დატოვა – 1:0.

“ვილიარეალი” 33 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო “ვალენსია” 22 ქულით მხოლოდ მე-10 პოზიციას იკავებს.

ვილიარეალი – ვალენსია 1:0 (0:0)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, მუსაჩიო, გასპარი, მარინი, სორიანო, ტრიგეირასი (პინა 74), დ.სუარესი, ჯ.დოს სანტოსი (ნ.ლეივა 67), ბაკამბუ (ბაპტიშტაო 80), სოლდადო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

ვალენსია (3-5-2): დომენეში, ვეზო, აბდენური, სანტოსი, ბარბოსა (პიატი 74), პარეხო (ვილალბა 87), გომეში, კანსელო, ბარაგანი (მინა 69), ნეგრედო, ალკასერი.
მწვრთნელი: გარი ნევილი

გოლი: სორიანო (64)
გაფრთხილებები:
სოლდადო - გომეში, ბარაგანი, ვილალბა
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

თეგებილა ლიგა
0.547068