ესპანეთის ჩემპიონატის 2015 წლის უკანასკნელი ტურის პირველ სათამაშო დღეს 9 შეხვედრა გაიმართა და ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა. ლიდერთა სამეულმა დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა. მოიგო “სევილიამაც”, რომელიც ევროტურნირების ზონას მიუახლოვდა.
მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “სოსიედადი” მიიღო და გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მადრიდელთა თამაშის ხარისხი სასურველი ნამდვილად არ ყოფილა. წინა შეხვედრის მსგავსად, მსაჯმა “რეალის” სასარგებლოდ საკამათო გადაწყვეტილებები მიიღო და პირველ ნახევარში რულის კარის მიმართულებით ორი პენალტი დანიშნა, რომელთაგან პირველი რონალდუმ ააცილა, ხოლო მეორე გოლად აქცია. აღსანიშნავია, პირველ ტაიმში ხერონიმო რულის დიდებული თამაში და სტუმართა რიგებში განხორციელებული ორი იძულებითი ცვლილება: ჯერ საუკეთესო მეგოლე იმანოელ აგირეჩე დაშავდა, ხოლო შემდეგ სერხიო კანალესი.
მეორე ნახევარი სტუმართათვის შესანიშნავად დაიწყო და 49-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ბრუმამ დიდებული დარტყმით წონასწრობა აღადგინა. მალე ახალგაზრდა პორტუგალიელს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ნავასს ვერ აჯობა. 67-ე წუთზე კი, რონალდუმ ლამაზი დარტყმით დუბლი გაიფორმა და “რეალი” კვლავ წინ გაიყვანა. შეხვედრას საბოლოო წერტილი ლუკას ვაზკესმა დაუსვა, რომელმაც 86-ე წუთზე ახლო მანძილიდან გაიტანა – 3:1.
იოლად იმარჯვა “ბარსელონამ”, რომელმაც “ბეტისს” ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. თუმცა, პირველი გოლი მეტად საკამათო ეპიზოდს მოჰყვა. ვიკანდი გარიდომ ანტონიო ადანის მხრიდან ლიონელ მესიზე წესების დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აღნიშნული მომენტი დარღვევას ძალიან ნაკლებად ჰგავდა. პენალტი ნეიმარმა ცუდად შეასრულა და ხარიხას გაარტყა, მაგრამ დამატებაზე ჰაიკო ვესტერმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ამ მომენტშიც, მსაჯმა მასპინძელთა მხარი დაიჭირა, რადგანაც გერმანელ მცველს ივან რაკიტიჩი ეუხეშებოდა. გატანილი გოლიდან ოთხ წუთში სხვაობა მესიმ გაზარდა და "ბარსას" მაისურით ჩატარებული მე-500 შეხვედრა გოლით აღნიშნა, ხოლო მეორე ნახევარში ლუის სუარესმა დუბლი გაიფორმა – 4:0. აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყების წინ კლუბმა საკუთარ პუბლიკას 2015 წელს მოგებული ყველა ჯილდო წარუდგინა.
ძალიან გაუჭირდა მადრიდის “ატლეტიკოს”, რომელმაც თანაქალაქელი “რაიო ვალეკანო” მხოლოდ 88-ე წუთზე გატეხა. ტეიემ ანხელ კორეას გაატანინა, ხოლო ორ წუთში ჯექსონ მარტინესის გადაცემით ანტუან გრიზმანმა იხეირა – 0:2.
დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა “სევილიამაც”. ანდალუსიელებმა “ესპანიოლთან” გამართულ საშინაო მატჩში პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს შეხვედრის ბედი. გოლები ჩირო იმობილემ და ევერ ბანეგამ გაიტანეს – 2:0.
უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა “ბილბაომ” და ქულებით მე-6 ადგილოსან “დეპორტივოს” წამოეწია. ბასკებმა რაულ გარსიას გოლით გასვლაზე “სელტას” აჯობეს – 0:1.
“ლას პალმასმა” საკუთარ მოედანზე “გრანადა” გაანადგურა. “მალაგამ” გასვლაზე “ლევანტეს” სძლია და ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა. “ეიბარმა” შინ “ხიხონი” დაამარცხა, ხოლო “ხეტაფემ” და “დეპორტივომ” “კოლიზეუმ ალოფონსო პერესზე” უგოლოდ ითამაშეს.
ახალ წელს ლიდერთა პოზიციაში "ატლეტიკო" და "ბარსელონა" ხვდებიან, რომელთაც თანაბარი 38-38 ქულა აქვთ, თუმცა "ბლაუგრანას" ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს.
2015 წლის ბოლო შეხვედრა დღეს ჩვენი დროით 19:00 საათზე გაიმართება. "ვილიარეალი" "ელ მადრიგალზე" "ვალენსიას" მიიღებს.
რეალი – სოსიედადი 3:1 (1:0)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): ნავასი, ნაჩო, პეპე, დანილო, მარსელო, მოდრიჩი (კასემირო 88), კროოსი, ხამესი (კოვაჩიჩი 59), რონალდუ, ბეილი, ბენზემა (ვაზკესი 76).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
სოსიედადი (4-4-2): რული, ი.მარტინესი, კ.მარტინესი, ბერჩიჩი, ელუსტონდო, ბერგარა, ილარამენდი, კანალესი (პარდო 45), პრიეტო, აგირეჩე (ბრუმა 18), ჯონათასი (ველა 68).
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
გოლები: 1:0;2:1 რონალდუ (42 პენ; 67), 1:1 ბრუმა (49), 3:1 ვაზკესი (86)
გაფრთხილებები: ნაჩო - ბერჩიჩი, კ.მარტინესი, ილარამენდი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
24-ე წუთზე რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა)
ლევანტე – მალაგა 0:1 (0:0)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (4-3-3): მარინიო, ხუანფრანი (ხოსე მარი 46), დ.ნავარო, პ.ლოპესი, კარაბელასი, ლერმა, სიმაო, კამარასა, გილასი (ხუმეტრა 59), რ.გარსია (დეივერსონი 73), როჟერი.
მწვრთნელი: რუბი
მალაგა (4-4-2): კამენი, ველიგტონი, ალბენტოსა, როსალესი, ხ.კარლოსი (ხუანპი 68), რესიო, კამაჩო, ამრაბატი, ფორნალსი (ბოკა 59), ჩოპი (დუდა 73), ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლი: დუდა (78)
გაფრთხილებები: სიმაო, როჟერი, ლერმა, დ.ნავარო, პ.ლოპესი, დეივერსონი, კარაბელასი – ხ.კარლოსი, კამაჩო, დუდა, ამრაბატი, ხუანპი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
სევილია – ესპანიოლი 2:0 (2:0)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, კოლოძიეჩაკი, მარიანო, ტრემულინასი, იბორა, კრისტოფორო, ვიტოლო (რეიესი 63), ბანეგა (კრონ-დელი 69), კონოპლიანკა, იმობილე (გამეირო 76).
მწვრთნელი: უნაი ემერი
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, როკო, ა.გონსალესი, დუარტე, ხ.ლოპესი, კანიასი (ბურგუი 52), ვ.სანჩესი (ჟორდანი 46), ჰ.პერესი, სევილია (ხ.მორენო 72), ასენსიო, კაისედო.
მწვრთნელი: კონსტანტინ გალსა
გოლები: 1:0 იმობილე (16), 2:0 ბანეგა (41)
გაფრთხილებები: ბანეგა, კრისტოფორო, რეიესი - სევილია, როკო, ჟორდანი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ეიბარი – ხიხონი 2:0 (0:0)
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, მ.დოს სანტოსი, რამისი, კაპა, კასტელიანო, ესკალანტე, დ.გარსია (ადრიანი 76), ბერხონი, ვერდი (ენრიჩი 89), კეკო (ლუნა 87), ბასტონი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, მერე, გუიტიანი, ლორა (ბარერა 79), მენენდეში (ი.ლოპესი 63), აიტ-ატმანე, მასკარელი, ნდი, ხონათანი, ჰალილოვიჩი, სანაბრია (კ.კასტრო 62).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი
გოლები: 1:0 კეკო (55), 2:0 ბასტონი (62)
გაფრთხილებები: რამისი, კასტელიანი, დ.გარსია - მენენდეში, გუიტიანი, ლორა
მსაჯი: ველასკო კარბალიო
რაიო ვალეკანო – ატლეტიკო 0:2 (0:0)
მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”
რაიო ვალეკანო (4-4-2): იოელი, ზე კასტრო, დ.ლორენტე (მიკუ 89), ქუინი, დორადო (ზენგი 82), ტრაშორასი, ხოზაბედი, ბანგურა (ბებე 71), პ.ერნანდესი, მანუჩო, გერა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ხუანფრანი, გამესი, ო.ტორესი (კორეა 59), საული, კოკე, კარასკო (ჯ.მარტინესი 70), გრიზმანი, ფ.ტორესი (ტეიე 62).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 კორეა (88), 0:2 გრიზმანი (90)
გაფრთხილებები: იოელი, ზე კასტრო – ფ.ტორესი, გამესი, ხიმენესი
მსაჯი: ხოსე სანჩესი
ბარსელონა – ბეტისი 4:0 (3:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მასკერანო, ვერმაელენი, მატიე (ადრიანო 67), ალვეში, რობერტო (ელ ჰადადი 86), ბუსკეტსი (ბარტრა 57), რაკიტიჩი, მესი, ლ.სუარესი, ნეიმარი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ბეტისი (4-4-2): ადანი, ბ.გონსალესი (პაცელა 17), ვესტერმანი (დიგარდი 36), ვარგასი, მოლინერო, ნ’დიაიე, პეტროსი, სეხუდო, სებალიოსი, ვან ვოლფსვინკელი, რუბენ კასტრო (ვან დერ ვაარტი 75).
მწვრთნელი: პეპე მელი
გოლები: 1:0 ვესტერმანი (29 ს.კ.), 2:0 მესი (33), 3:0;4:0 ლ.სუარესი (46;83)
გაფრთხილებები: პეტროსი, ვარგასი
მსაჯი: ვიკანდი გარიდო
29-ე წუთზე ნეიმარმა პენალტი ვერ გაიტანა (ხარიხა)
სელტა – ბილბაო 0:1 (0:0)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, ს.გომესი, კაბრალი, მალიო, ხონი, პ.ერნანდესი (გუიდეტი 75), ა.ფერნანდესი (რადოია 78), ვასი, ბონგონდა (დრაზიჩი 88), ორელიანა, ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, ლაპორტე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, სან ხოსე, ბენიატი, უილიამსი (ერასო 78), რ.გარსია, საბინი (მუნიაინი 60), ადურისი (სოლა 88).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლი: რ.გარსია (71)
გაფრთხილებები: კაბრალი, ბონგონდა, რადოია - სან ხოსე, ლაპორტე, ბენიატი, ირაისოსი
მსაჯი: პერეს მონტერო
ხეტაფე – დეპორტივო 0:0
ხეტაფე, “კოლიზეულ ალფონსო პერესი”
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ვერხინი, კალა, ლაგო, დ.სუარესი, ლასენი, ხ.როდრიგესი, ვ.როდრიგესი (იოდა 85), ლაფიტა (ლეონი 67), სარაბია, ვაზკესი (სცეპოვიჩი 75).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, არიბასი, სიდნეი, ხუანფრანი, ფ.ნავარო, მოსკერა, ბერგენტინოსი, ფაჟრი, ლ.ალბერტო (გუტიერესი 70), კარტაბია (კარდოსი 82), ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
გაფრთხილებები: ხ.როდრიგესი, ლაფიტა, იოდა - კარტაბია
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ლას პალმასი – გრანადა 4:1 (1:0)
ლას პალმასი, “გრან კანარია”
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, ერნანი (დ.გარსია 27), გარიდო, კასტელიანო, სიმონი, ვ.გომესი, მესა, ტანაუსუ (ვაკასო 77), ელ ჟარი, ვიერა, ვ.ჟოზე (არაუხო 38).
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
გრანადა (4-1-4-1): ა.ფერნანდესი, ბაბინი (იბანესი 76), ლომბანი, ფოლქიერი, ბირაგი, რ.პერესი, მარკესი, ფ.რიკო (ელ არაბი 57), მენდეში, ნ.ლოპესი (როჩინა 46), პენარანდა.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი
გოლები: 1:0 ტანაუსუ (32), 2:0 არაუხო (56), 2:1 პენარანდა (56), 3:1 ვიერა (79 პენ.), 4:1 ლომბანი (92 ს.კ.)
გაფრთხილებები: მესა, ვ.გომესი, ვაკასო – პენარანდა, მარკესი, ბირაგი, იბანესი, როჩინა
გაძევება: ბირაგი (86)
მსაჯი: ხაიმე ლატრე