ბათუმის “დინამოს” კარგი საახალწლო საჩუქარი მიუძღვნეს. კლუბს ახალი ტექნიკური სპონსორი ჰყავს “მეტრო ჯორჯიას” სახით. დღეს ბათუმში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამასთან, “მეტრო ჯორჯიამ” ახალი ავტობუსი აჩუქა ბათუმის “დინამოს”. მერსედესის ფირმის ავტობუსი 150 000 ლარის ღირებულებისაა.
ეს ინფორმაცია “მსოფლიო სპორტს” კლუბის დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა მიაწოდა. მანვე გვაცნობა, რომ ბათუმის “დინამოს” ფეხბუღტელთა მაისურებზე Metro დაიწერება. მაისური შეგიძლიათ ფოტოზეც ნახოთ.
“კომპანია “მეტრო ჯორჯია” ახლო მომავლისთვის ფინანსურ დახმარებასაც დაგვპირდა. საერთოდაც, ბათუმის “დინამოს” მენეჯმენტმა უკვე 200 000 ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ოთო ფედიჩკინმა.