სუპერლიგის მონაწილე „რუსთავის“ აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა მიხეილ ბერუაშვილმა გუნდი თავისი სურვილით დატოვა. ბერუაშვილის მოვალეობას მისი ერთ-ერთი ასისტენტი, ასევე ვეტერანი კალათბურთელი რამაზ გოგობერიშვილი აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი“ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ჩემპიონატის მეორე წრის დასრულებამდე ორი ტურით ადრე რვაგუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა მეშვიდე ადგილზე იმყოფება.