საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და მომდევნო კვირიდან დაიწყებს “ემპოლის” საერთო ჯგუფში მზადებას. ანუ, სრული დატვირთვით ვარჯიში რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი.
მჭედლიძეს ფაქტობრივად მთლიანად გაუცდა სეზონის პირველი ნახევარი. მან მხოლოდ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო, ისიც აგვისტოში. ლევანი სექტემბერში, ირლანდია-საქართველოს შეხვედრის ბოლო წუთებზე დაშავდა, შემდეგ ორ თვეში დაიწყო ვარჯიში, მაგრამ ისევ დაშავდა.