ჩოგბურთი

17:32 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოკინაკისი Australian Open-ს გამოტოვებს

მსოფლიოს ნომერ მე-80 ჩოგბურთელი, ახალგაზრდა ავსტრალიელი ტანასი კოკინაკისი Australian Open-ს გამოტოვებს. კოკინაკისი რამდენიმე დღეში მხრის ოპერაციას გაიკეთებს და თებერვალში დაუბრუნდება კორტს.

ზურგის ტრავმის გამო “ავსტრალიის ღია პირველობას” რიშარ გასკეც გამოტოვებს.

Australian Open-ი 18 იანვარს დაიწყება და 31 იანვარს დასრულდება.

0.128249