საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის პირველი კანდიდატი დასახელდა. დღეს, "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე, ქართული რაგბის წამყვანმა კლუბებმა, კონსულტაციების შედეგად, საპრეზიდენტო კანდიდატად გოჩა სვანიძე წარადგინეს.
კონსულტაციები შედგა რაგბის კლუბებს, ვეტერან მორაგბეებს, სპორტულ საზოგადოებასა და გულშემატკივართა შორის.
გოჩა სვანიძე ქართული სარაგბო ოჯახის წევრია. ის 1981-1994 წლებში შემდეგ კლუბებში თამაშობდა: ‘სამედიცინო ინსტიტუტში’, ‘შევარდენში’, ‘ელმავალში’, ‘მიმინოში’, ამირანსა და ‘თბილისში’. 2004 წლიდან დღემდე საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა.
ამ ეტაპზე გოჩა სვანიძე წარადგინეს შემდეგმა კლუბებმა: ლელო სარასენს, აია, არმია, აკადემია, ყოჩები, ლოკომოტივი, ჯიქი, ჯიხა, ქუთაისის სარაგბო სკოლა, ჭიათურა, ჯრუჭი, დინამო, კოლხი რაინდები, იუნკერები, ქუთაისის უნივერსიტეტი და დევები
საქართველოს რაგბის კავშირის საერთო კრება 2016 წლის 24 იანვარსაა დაგეგმილი, პრეზიდენტობის კანდიდატების წერილობითი წადგენის ვადა კი 18 იანვარს, 13:00 საათზე დასრულდება.