მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესის აზრით, მისი და “რეალის” მიმართ შეთქმულებას აქვს ადგილი. ამის შესახებ ესპანელმა სპეციალისტმა “რეალ სოსიედადთან” წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ფლორენტინო პერესის, ჩემი და მადრიდის “რეალის” მიმართ მიზანმიმართული კამპანია ეწყობა. ყველანი ჩვენ გვაკრიტიკებენ, ჩვენი მიმართულებით სპეკულირებენ, მაგრამ ეს არ გვაღელვებს. ჩვენი მიზნები გაგვაჩნია და ამისკენ მივიწევთ”, - თქვა ბენიტესმა.
გამოცდილმა მწვრთნელმა, რომელმაც გუნდი ზაფხულში ჩაიბარა, ჯერჯერობით ბევრისთვის მოსაწონი შედეგის ჩვენება ვერ მოახერხა და ამიტომაცაა, რომ მედიაში არცთუ იშვიათად იწერება მისი შესაძლო მემკვიდრეების შესახებ.