ფეხბურთი

20:04 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ადებაიორი პრემიერლიგაში ბრუნდება

ვეტერანი ტოგოელი თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი, რომელიც გასული ზაფხულიდან მოყოლებული უკლუბოდაა, შესაძლოა ინგლისური “უოტფორდის” წევრი გახდეს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “დეილი ექსპრესი” იტყობინება. ინგლისელი ჟურნალისტების ნარკვევით, “უოტფორდი” 31 წლის აფრიკელ ფორვარდს ანაზღაურების სახით 65 ათას ევროს სთავაზობს და თუ ემანუელი შეთავაზებას დათანხმდა, იგი ინგლისურ გუნდს უფასოდ შეუერთდება.

ადებაიორი ბოლოს ლონდონის “ტოტენჰემში” ასპრეზობდა, სადაც 4 წლის განმავლობაში ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით ჩატარებულ 92 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა.

0.112102