ფეხბურთი

14:48 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკემ წლის ბოლო მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

კატალონიის '"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ წლის ბოლო მატჩისთვის 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

"ბეტისთან" გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შემდეგ ფეხბურთელებს შეეძლებათ: ტერ შტეგენი, ბრავო, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ალვეში, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, მუნირი, ალბა, რობერტო, ადრიანო, ვერმაელენი, მატიე.

სევილიურ გუნდის წინააღმდეგ ტრავმის გამო დუგლასი და რაფინია ვერ ითამაშებენ, ხოლო სანდრო და მასიპი ენრიკემ განაცხადს მიღმა დატოვა. "ბარსელონას"' და "ბეტისის" მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126616