“ფინიქს სანს” სეზონის ბოლომდე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გამთამაშებელი ერიკ ბლედსოუ ვეღარ დაეხმარება, როგორც ESPN-ი იუწყება, 26 წლის კალათბურთელმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. წყაროს ცნობით, აღდგენითი პროცესი 2016 წლის ზაფხულში დამთავრდება.
მიმდინარე სეზონში ბლედსოუ საშუალოდ ერთ შეხვედრაში 20.4 ქულას, 6.1 პასს და 4 მოხსნას აკეთებდა.