დღეს, თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” ევროლიგის ტოპ-16-ში ჩაებმება და პირველი ტურის მატჩში კაუნასში “ჟალგირისს” დაუპირისპირდება. ლიტვაში დაგეგმილი თამაშის წინ, ქართველმა კალათბურთელმა ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა.
“სტუმრად ვთამაშობთ და გამარჯვებისთვის ორმაგი ძალისხმევა უნდა გავიღოთ. ტოპ-16-ში პირველ მატჩს დიდი მნიშვნელობა აქვს. გასულ კვირაში ესპანეთის ჩემპიონატში 2 თამაში მოვიგეთ და ამდენად, კაუნასში თავდაჯერებულნი ჩამოვედით. კარგად ვიცით, რომ 100% უნდა გავიღოთ, თუკი ევროლიგის წამყვან გუნდებთან თანაბარი კონკურენცია გვსურს”.
ცნობისთვის, ევროლიგის ტოპ-16-ის მატჩებმა სტარტი 29 დეკემბერს აიღო და F ჯგუფში რუსულ დერბიში “ხიმკიმ” ცსკა-ს 91:89 სძლია, ხოლო ბერძნულმა “ოლიმპიაკოსმა” ესპანურ “ბარსელონას” 74:62 მოუგო. დღესვე, ამ ჯგუფში მადრიდის “რეალი” გერმანულ “ბროზე ბასკეტსს” დაუხვდება.