“მილანი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა ალესიო ჩერჩიმ და ნაიჯელ დე იონგმა დატოვონ.
La Gazetta dello Sport-ის ინფორმაციით, “როსონერი” მზადაა ჰოლანდიელი ნახევარმცველი მცირე თანხის სანაცვლოდ გაყიდოს. ამჟამად დე იონგს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს და წელიწადში გასამრჯელოს სახით 3 მილიონ ევროს იღებს.
იტალიელი ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები “ატლეტიკოს” ეკუთვნის. ჩერჩი “მილანში” 2015 წლის იანვარში გადავიდა, თუმცა სინიშა მიხაილოვიჩის ნდობა ვერ დაიმსახურა, მიმდინარე სეზონში ჯამში 14 მატჩი ჩაატარა და მოედანზე საშუალოდ 57 წუთს ატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წაიღეთ ცელი მაინც გასალესია და ჩერჩიზეც არ დამწყდება გული. ტორინოში კარგი სეზონის მერე არაფრად ვარგა საშუალო კლასისნახევარმცველია.
ჩერჩიმ დაახვიოს და ჰონდამაც
მევასება დე იონგი მარა მარტო ჩაშლა იცის ამასწინ წითელი ბარათი მიიღო და თურმე პირველი წითელი ყოფილა კარიერის მანძილზე ძაან გამიკვირდა