კალათბურთი

13:51 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარიმ შესაძლოა ფაჩულიას წინააღმდეგ ვერ ითამაშოს

“გოლდენ სტეიტის” ლიდერ სტეფ კარის ფეხის ტრავმა აწუხებს და შესაძლოა ზაზა ფაჩულიას“დალასთან” და შემდეგ “ჰიუსტონთან” ვერ ითამაშოს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ოკლენდელთა მწვრთნელზე ლუკ უოლტონზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დიდი ალბათობით კარი ორ შეხვედრას გამოტოვებს. ზუსტად, შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გახდება ცნობილი შეძლებს თუ არა კარი თამაშს” – განაცხადა უოლტონმა.

წყაროს ცნობით, კარიმ სამშაბათის ვარჯიში მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა.

“დალასი” – “გოლდენ სტეიტის” შეხვედრა 31 დეკემბერს თბილისის დროით 05:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ “ოქროს შტატელები” 29 მოგებით და მხოლოდ ერთი მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ, ამავე კონფერენციაში დალასელები მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.

თეგებისტეფ კარი
0.118223