ფეხბურთი

12:01 | 30.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდომ კაპელოს სიტყვა არ შეარჩინა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ იტალიელი სპეციალისტის, ფაბიო კაპელოს კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ “რეალში” ყოფნისას ფაბიოს მეთოდები უკვე მოძველებული იყო.

“კაპელო დიდი მწვრთნელი იყო თავის, 90-იან წლებში. “რეალში” კი უკვე დაძველებული მოვიდა და მას შემდგომ არც არაფერი მოუგია”, - თქვა რონალდომ.

“ფენომენის” ასეთი პასუხი, იტალიელის მიერ ბრაზილიურ მედიასთან ნასაუბრევს მოჰყვა, როცა დონ ფაბიომ რონალდო გააკრიტიკა და თქვა, რომ იგი შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, მაგრამ გუნდისთვის ნეგატივის მომტანი გახლდათო...

რონალდო “რეალში” 2002-2007 წლებში თამაშობდა და 127 მატჩში 83 გოლი გაუტანია. სწორედ კაპელოს მწვრთნელბისას დატოვა სამხრეთამერიკელმა “სანტიაგო ბერნაბეუ” – 2007 წლის ზამთარში. კაპელოს კი, რომელიც 2007 წლის მერე ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ედგა სათავეში, სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

0.109529