უეფას დისკვალიფიცირებული პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფიფას ეთიკის კომიტეტისგან ახალი სასჯელის მოლოდინშია. ფრანგი დუბაიში გამართულ Globe Soccer Awards-ის დაჯილდოებაზე იმყოფებოდა, სასჯელის მიხედვით კი მას აღიშნულ ღონისძიებაზე ყოფნა ეკრძალებოდა. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
21 დეკემბერს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ეთიკის კომიტეტმა ზეპ ბლატერს და მიშელ პლატინის საფეხბურთო საქმიანობა 8 წლით შეუჩერა. ორივე საფეხბურთო მოხელეს ყველანაირი საფეხბურთო საქმიანობა ეკრძალება, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ჯერჯერობით უცნობია თუ რას გადაწყვეტს ეთიკის კომიტეტი და რა ახალ სასჯელს დაუდგენს ფრანგს.
ბლატერმა პლატინის 2 მილიონი ფრანკი 2011 წელს გადაუხადა, ამის გამო გამოძიება ჩატარდა და მაღალჩინოსნების ქმედება არალეგალურად მიიჩნიეს. ორივე მოხელემ ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ლოზანაში მდებარე სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა.