ფიფას აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს, 79 წლის ზეპ ბლატერს უცნობი პირები მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ ბლატერის ქალიშვილმა კორინამ განაცხადა. მისი თქმით, ბლატერს მუქარისშემცველ ანონიმურ წერილებს უგზავნიან. გერმანული Bild-ის ცნობით, ეს ანონიმური წერილები პოლიციას უკვე გადაეცა და გამოძიებაც დაიწყო.
შეგახსენებთ, ბლატერი, მიშელ პლატინის მსგავსად, 8 წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს. მათ კორუფციაში ედებათ ბრალი. ისინი ყველა ბრალდებას უარყოფენ და სამართლიანობის აღდგენას სასამართლოს გზით აპირებენ.