ფეხბურთი

16:40 | 29.12.2015 | ნანახია 1981 - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: “ზაფხულამდე “ინტერის” ფეხბურთელად ვრჩები”

23 წლის ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ბაქოს “ინტერში” დარჩება. ფეხბურთელს წინადადება ჰქონდა თბილისის “დინამოდან”. კვეკვესკირს დავუკავშირდით და აგვიხსნა ვითარება:

“შემოთავაზება იყო, მაგრამ ბაქოს “ინტერთან” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს. ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა და მანამდე “ინტერის” ფეხბურთელი ვარ” – გვითხრა ნიკამ.

კვეკვესკირს აშკარა პროგრესი აქვს. “ინტერში” კარგი თამაშის შემდეგ კახა ცხადაძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ათამაშა. ნიკამ გიბრალტართან და გერმანიასთანაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ამასთან, კვეკვესკირი აზერბაიჯანის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტი გაუცდა ტრავმის გამო. ახლა კი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:58 | 29.12.2015
ჩიჩარიტო (18039)

მამუკა კვარაცხელია თუკითხულობს ამ პოსტს იქნებ რამენაირად შემეხმიანოს

21:19 | 29.12.2015
giomebo (1190)

ბევრ რეკლამირებულ ფეხბურთელს 10 თავით ჯობია. საქართველოში დაბრუნება იქნება დიდი შეცდომა.

18:34 | 29.12.2015
bexo77 (352)

დინამოს აქ არყავდა? DDDDDDDD

18:16 | 29.12.2015
laciosErtguli (3640)

ღმერთი არ გაგიწყრეს და საქართველოს ჩემპიონატში არ ჩამოხვიდე!!!!!!!!!!!

17:26 | 29.12.2015
maestro10 (13745)

Imedia male wava evropashi... Ra unda shaurmichebtan

17:23 | 29.12.2015
maestro10 (13745)

Warmatebebi...

17:17 | 29.12.2015
levani82 (41682)

კვეკვეს წარმატებებს ვუსურვებ. რა დამავიწყებს საკუთარი საჯარიმოს ახლოდან გრძელი პასი ჩისკოს რომ გაუკეთა

17:15 | 29.12.2015
levani82 (41682)

Levan911

ინტერმა იანვრის ბოლომდე ხელფასების დავალიანება თუ არ დაფარა 3 სეზონი ევროტურნირებს გამოტოვებს

18:28 | 29.12.2015
Levan911 (2406)

და დინამოში რო გადმოვიდეს სულ ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს თამაში

17:12 | 29.12.2015
რაჭა (10043)

ანუ "დინამო" კვეკვესკირში თანხას, იხდიდა და ეს არ წამოვიდა????

17:13 | 29.12.2015
რაჭა (10043)

მაინც წარმატებები....

17:10 | 29.12.2015
fantastika (2333)

18 წლის-21 წლამდელების კაპიტანი და გამორჩეული მოთამაშე იყო, დინამოშიც სასტარტოს და წამყვანი ფეხბურთელი, უნივრსალური, დიდი იმედის მომცემი, დღესაც მახარებს მისი პროგრესი, დღესა ძალიან მეიმედებოდა და მინდა ისევ მეიმედებოდეს, რაც მთავარია-გაემართლებინოს იმედები.
წარმატებებს ვუსურვებ ნიკა კვეკვესკირს, კარგი ფეხბურთელია.
სასიამოვნო იქნება დასავლეთ ევროპულ ჩემპში მისი ხილვა.

17:10 | 29.12.2015
Levan911 (2406)

უკეთეს ლიგაშია და აქ რა უნდა? პირიქით იმედია 1-2 წელიწადში ევროპაშიც წავა.

17:07 | 29.12.2015
სავაშა__ (6590)

აქ არ ჰყავდათ?! რომ დაარბენინებდნენ გუნდიდან გუნდში და ამდენი წელი დააკარგვინეს?!

0.122156