ფეხბურთი

16:16 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედს” ანდერსონის შეძენა სურს

რომის “ლაციოს” ერთ-ერთი ლიდერის ფელიპე ანდერსონის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს. აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე იტალიური გამოცემა ავრცელებს.

“იუნაიტედი” მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდად გამოიყურება, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია და პრემიერლიგაში მხოლოდ მე-6 ადგილზე იმყოფება. შესაბამისად, კლუბის ხელმძღვანელობა გაძლიერებაზე ფიქრობს და როგორც ცნობილია, მზად არიან ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ანდერსონის სანაცვლოდ 33 მილიონი ფუნტი გაიღონ.

22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “ლაციოს” მაისური 25-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას “არწივებთან” მოქმედი კონტრაქტი 2020 წელს ეწურება.

0.119944