“კლივლენდმა” “ფინიქსი” 101:97 დაამარცხა, ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 14 ქულა შესძინა და ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეებს შორის მეჩვიდმეტე ადგილზე გადაინაცვლა.
“მეფეს” ნბა-ს რეგულარულ სეზონში 25 623 ქულა დაუგროვდა და ალექს ინგლიშს გადაასწრო, რომელსაც 25 613 ქულა აქვს ჩაგდებული.
ჯეიმსის მორიგი სამიზნე მე-16 ადგილზე მყოფი კევინ გარნეტის 26 039 ქულაა.