თამაშგარე

11:51 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზს ძმამ აპატია

ნამეტანი დიდი ბოდიში გვითქვამს “მანჩესტერ იუნაიტედის” ქართველ ქომაგებთან, მაგრამ მათი კერპი (ანდა ყოფილი კერპი) რაიან გიგზი ჭეშმარიტად დიდი ნაძირალაა, რამეთუ მას რვა წლის წინ, საკუთარმა ძმამ, როდნიმ, თავის ცოლთან, ნატაშასთან ხვანცალის დროს შეუსწრო და რძლის გამბახებელ ძმას მთელი რვა წლის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა.

ახლა კი, ბრიტანულ ბულვარულ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ რაიანს მისი ძმა შეურიგდა და ყველაფერი აპატია, რაც დაგვეთანხმებით პატიებათა შორის ერთ-ერთი დიდი პატიებათაგანია. რაიანისა და მისი ძმის შერიგებას თან თურმე დიდი ცრემლები და ამ ყველაფრის თანმხლები ქვითინიც ახლდა.

შერიგება ზოგადად კარგი ნაბიჯია და რა ჩვენი საქმეა ვინ ვის რას აპატიებს, მაგრამ ამ ოხერ ფიქრებსა და ეჭვებს სად წაუვალთ? როდესაც კაცი საკუთარ ღვიძლ ძმას ცოლს აულაგმავს, იმისი საუბარი კი არა გამარჯობაც კი არაა დასაჯერებელი. მით უმეტეს, რომ ასეთი ცნობილი კაცია და ასეთ დიდ პატივს სცემდა ყველა...

0.137268