სხვა

1:16 | 29.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩხეიძის ბრინჯაო ბაქოში

ბაქოში დასრულდა მსოფლიოს თასის გათამაშება ძალოსნობაში კლუბებს შორის. 20-წლამდელებში ბრინჯაოს მედალი აიღო გიორგი ჩხეიძემ, რომელმაც ჯამში 348 (155+193) კილოგრამი დააგროვა.

გიორგი ჩხეიძე: „ფორმაში არ ვიყავი და რეალურად, უკეთესი შედეგი უნდა მქონოდა. ვეცდები, შემდეგ დიდ ტურნირზე უფრო მეტს მივაღწიო. ვიცი, რომ ეს შემიძლია“.

მეოთხე ადგილზე გავიდა თათია ლორთქიფანიძე. მისი შედეგია 171 (76+95) კილოგრამი. მეხუთე შედეგი ჰქონდა ნიკა ნანაძეს – 348 კგ. (157+192).

0.115823