გავლენიანმა The Associated Press-მა ამერიკის შეერთებული შტატების 2015 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დიდი სლემის 21-გზის ჩემპიონი სერენა უილიამსი დაასახელა. აღნიშნულ გამოკითხვაში სერენამ უკვე მეოთხედ (2002, 2009, 2013, 2015) იმარჯვა.
უილიამსმა კონკურენტებს ფეხბურთელ კარლი ლოიდს და UFC-ის მებრძოლ რონდა როუზს დამაჯერებლად აჯობა. 2015 წელს სერენამ დიდი სლემის ტურნირი 3 მოიგო. ის წელს Sport Illustrated-ის ვერსიითაც წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.









