რაგბი

16:40 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაკოვინი და ხინჩეგაშვილი ტოპ 14-ის თავში

საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილში, ზედ ახალი წლის წინ იმ ქართველი ლეგიონერების გუნდები დაწინაურდნენ, რომელთაც მსოფლიო თასზე არ უთამაშიათ. ურთიერთშეხვედრებში მათ აქამდელი ლიდერები დაამარცხეს და ლოგიკურადაც დაწინაურდნენ.

იყო დრო, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” საკუთარ მოედანზე ბეჭდაუდებლად ითვლებოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში საქმე სხვაგვარადაა. “ვულკანებმა” დავით ხინჩაგიშვილის “რასინგს” ქართველი ლეგიონერების გარეშე უმასპინძლა და ტაიმი 9:6 მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. პარიზელებმა 8-წუთიან ინტერვალში ორი ლელო გაიტანეს და საათის თავზე 20:9 დაწინაურდნენ. 18 ათასმა მაყურებელმა მასპინძელთა საპასუხო ლელოთი 4 წუთში გაიხარა და მატჩის გადარჩენის იმედიც გაჩნდა, მაგრამ დასკვნით 17 წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა. ხინჩაგიშვილმა შეცვლაზე 49-ე წუთიდან ითამაშა და მეორე ლელოს დროს იმ მოლშიც იდგა, რომელმაც “კლერმონის” მორაგბეები მრავლად ჩაითრია და ფლანგზე სივრცე გაჩნდა. ახლა გუნდებს თანაბარი ქულები დაუგროვდათ და “რასინგი” მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ პარიზელებს განვლილ 11 მატჩში ერთი პრემიალური ქულაც არ აუღიათ.

ახალ წელიწადს პირველ ადგილზე ვასილ კაკოვინის “ტულუზი” ხვდება, რომელმაც უშუალო კონკურენტს, მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” 31:8 სძლია და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ოთხივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო (!) და სტუმართა მარცხში ყველაზე ნაკლები წვლილი სწორედ ქართულ სამეულს მიუძღვის. 53 წუთი შერკინებებში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ ჩილაჩავა და კაკოვონი. მერე ლევანი შეცვალეს, ხოლო 1 წუთში თამაშიდან ვასილიც გაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ქართველების შემთხვევაში შერკინებებში პოზიციები არცერთს არ დაუთმია, ღია თამაშში კი, ორივე ბურჯი კარგი იყო. დაცვაში განსაკუთრებით მაგრად ჩილაჩავა გაისარჯა, მაგრამ ამან მის გუნდს ვერ უშველა.

მეორეხაზელმა მიქაუტაძემ მოედანზე 63 წუთი გაატარა, ხოლო გორგოძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრან სხვა შეუცვლელებთან შედარებით 10 წუთით ნაკლები. მე-20 წუთზე, რეფერი სიტუაციაში აშკარად ვერ გაირკვა და ფაქტობრივად უმიზეზოდ, მამუკას ყვითელი ბარათი უჩვენა. “ტულუზმა” სტუმრებისგან 1 ლელო გაუშვა, მაგრამ თავად 4 გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

კიდევ ერთ ქართულ დერბიში მიხეილ ნარიაშვილისა და დუდუ ქუბრიაშვილის “მონპელიემ” თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” 45:20 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. სტუმართა შორის შეუცვლელად ითამაშა გარემარბმა მჭედლიძემ, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს ნარიაშვილი. რაც შეეხება ქუბრიაშვილს, რომლის ფრანგული კარიერა 2007 წელს სწორედ “მონპელიეში” დაიწყო და “ტულონისა” და “სტად ფრანსეს” შემდეგ ახლა კვლავ ამ კლუბს დაუბრუნდა, მისი მაისურით მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ჩაატარა და შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდა. “მონპელიემ” სტუმრებისგან ორი ლელო გაუშვა, მაგრამ თავად 6 გაიტანა და პრემიალური ქულაც დამსახურებულად ჩაიწერა.

გიორგი ნაცარაშვილის “პომ” ლექსო ყაულაშვილის და გაგი ბაზაძის “ლა როშელს” უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ერთადერთი ლელო სტუმრებმა გაიტანეს, მასპინძლებმა ჯამში 15:11 იმარჯვეს. მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმა ბურჯმა მიიღო - ბაზაძე შეცვლაზე მე-60, ხოლო ნაცარაშვილი 73-ე წუთზე შევიდა.

ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსე” “ოიონაქსს” ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია და 12:25 დამარცხდა. სტუმრად კასტრთან 8:23 დამარცხდა კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივი”. ასიეშვილი და ჟღენტი შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდნენ და ამ დროს მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო - 3:23. 59-ე წუთზე სტუმრებმა ლელო გაიტანეს და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, 63-ე წუთზე კი, ჟღენტი მეტოქის ბურჯთან ერთად გაასინბინეს.

ტოპ 14-ის მომდევნო, მე-12 ტური ნაახალწლევს, 2-3 იანვარსაა დანიშნული.

ტოპ 14. XI ტური

27 დეკემბერი

ოიონაქსი - სტად ფრანსე 25:12

პო - ლა როშელი 15:11

მონპელიე - აჟენი 45:20

კასტრი - ბრივი 23:8

ბორდო - გრენობლი 25:19

კლერმონი - რასინგი 16:20

ტულუზი - ტულონი 31:8

გუნდები თ მ ფ წ +/- ქ ბ

1.

ტულუზი

11

8

0

3

292:155

37

5

2.

რასინგი 92

11

8

1

2

221:204

34

0

3.

კლერმონი

11

6

1

4

292:199

34

8

4.

ტულონი

11

6

0

5

360:224

32

8

5.

ბორდო

11

7

1

3

248:211

32

2

6.

მონპელიე

11

7

0

4

295:284

31

3

7.

კასტრი

11

6

0

5

254:239

28

4

8.

ბრივი

11

6

0

5

205:187

28

4

9.

ლა როშელი

11

4

0

7

233:252

22

6

10.

გრენობლი

11

4

0

7

248:299

19

3

11.

პო

11

4

1

6

187:295

19

1

12.

სტად ფრანსე

11

4

0

7

211:245

18

2

13.

ოიონაქსი

11

3

0

8

200:343

14

2

14.

აჟენი

11

2

0

9

216:325

10

2

მომდევნო ტური. 2-3 იანვარი

აჟენი - კლერმონი; ლა როშელი - კასტრი; გრენობლი - ოიონაქსი; რასინგი 92 - ბორდო; ბრივი - მონპელიე; ტულონი - პო; სტად ფრანსე - ტულუზი

0.143108