29 დეკემბერს 20:00 საათზე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება მატჩი-აქცია ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად. საქართველოს ნაკრების ცენტრი მონაწილეობს გამოკითხვაში, რომელმაც NBA-ის "ოლ სტარის" მატჩის მონაწილეები უნდა დაასახელოს. მთელი საქართველო ზაზას მხარს უჭერს.
აქციის ორგანიზატორია დეველოპერული კომპანია Royal Group და საქართველოს კალათბურთის სამოყვარულო ლიგა. აქციის მხარდამჭერები არიან სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია, მაღაზია GURU და კომპანია PSM.
მატჩში მიიღებენ მონაწილეობას სპორტული მედიის წარმომადგენლები. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს დიჯეი. იქნება სამახსოვრო პრიზები და გათამაშებები.
ყველას გელოდებით 20:00 საათზე ახალ სპორტის სასახლეში.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური