თამაშგარე

12:38 | 28.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

როცა ასეთ ქალს იწუნებ...

ჭეშმარიტად ღრძო, ბოროტი და ოხერ-ტიალი უნდა იყო, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალზე, ინდოელ აიშვარია რაიზე რომ თქვა – ეგ რა ქალია, მაგნაირი ლამაზმანები, ლიხს გაღმა და გამოღმა იმდენი ვიცი, თვლა და ანგარიშიც კი გამიჭირდებაო. არადა, ეგეთი ადამიანებიც არსებობენ...

აწუკვე ვეტერანი ამერიკელი მოკრივე ევანდერ ჰოლიფილდი არც ადრე გამოირჩეოდა დიდი სათნოებითა და სილამაზის აღქმის უნარით და ამ სიბერეში მთლად გადარეულა. თანამემამულე ჟურნალისტისათვის მიცემულ ბლიც-ინტერვიუში ჰოლიფილდს უთქვამს, აიშვარია რაის სილამაზის მე ვერაფერი გავიგე და მაგნაირი ქალები კილო მანეთად ვიცი ბრუკლინის ბაზრობაზეო.

შეიძლება თქვენ თქვათ, რომ სამყაროში ყველაფერი გემოვნებაზეა აგებული და რასაკვირველია ქვეყანა სულაც არ დაიქცევა ევანდერა ძიას აიშვარია რომ არ ეპიტნავება, მაგრამ აი შეხედეთ ამ ფოტოებს და გულწრფელად თქვით, სილამაზის აღქმის უნარი ღვთის საჩუქარია თუ სასჯელი...

0.115499