ნიკა მეტრეველის “ბეტალანდ კაპო დ’ორლანდომ” იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურში მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე გადაინაცვლა.
ორლანდოელები შინაურ კედლებში “სიდიგას აველინოს” დაუხვდნენ და 55:73 წააგეს. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა და 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა.
მეტრეველმა 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ალექს ორიახიმ 14 ქულა ჩააგდო, სტუმრებს კი 22 ქულით ჯეიმს ნუნალიმ ულიდერა.
“ბეტალანდ კაპო დ’ორლანდოს” 4 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა და მე-15 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 იანვარს სტუმრად “პისტოიასთან” ჩაატარებს.