ფეხბურთი

22:16 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო კონტეს ნაცვლად

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ შესაძლოა, ზაფხულიდან იტალიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. როგორც “გაძეტა დელო სპორტი” წერს, “სკუადრა აძურას” ამჟამინდელი თავკაცი ანტონიო კონტე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაკავებულ თანამდებობას დატოვეს და შესაბამისად, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო უკვე აქედანვე ფიქრობს მის ჩანაცვლებაზე.

ფაბიო კაპელოს აქამდეც არაერთხელ გაუსაჯაროვებია, რომ თავისი ქვეყნის პირველი გუნდის გაწვრთნა მისი ერთ-ერთი მიზანი იყო და ვინ იცის იქნებ ვეტერან სპეციალისტს, რომელიც კარგა ხანია უმუშევარია სურვილიც აუხდეს.

კაპელოს გარდა, სახელდება მარჩელო ლიპის, ლუჩანო სპალეტის, მასიმილიანო ალეგრისა და ვალტერ მაძარის კანდიდატურებიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.112532