ჭადრაკი

15:00 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია და მჭედლიშვილი ათეულში იმყოფებიან

არაბეთის გაერთიანებული ემირატების ქალაქ ალ აინში სტარტი აიღო ტრადიციულმა საჭადრაკო ტურნირმა, რომელშიც საქართველოს 4 წარმომადგენელი – ლევან ფანცულაია (2598), მიხეილ მჭედლიშვილი (2635), შოთა აზალაძე (2468) და ბაჩანა მორჩიაშვილი (2326) ჩაება.

5 ტურის თავზე ლიდერთა ჯგუფში ტრიალებენ ფანცულაია და მჭედლიშვილი, რომელთაც 4.0-4.0 ქულით, შესაბამისად, მე-5 და მე-7 ადგილები უკავიათ. გასულ ტურში ლევანი და მიხეილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ყაიმი გააფორმეს, ჯამში კი, ორივე მათგანის აქტივში სამ-სამი გამარჯვება და ორ-ორი ყაიმია.

2.5 ქულა აქვს და 127 მონაწილეს შორის 65-ე პოზიციაზე იმყოფება აზალაძე, ხოლო მორჩიაშვილი 2.0 ქულით 88-ე საფეხურზეა.

ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ჩინელი ჰაო ვანგია (2707), რომელმაც ხუთივე პარტია მოიგო. მას 0.5 ქულით ლატვიელი ალექსეი შიროვი (2676) ჩამორჩება.

მე-6 ტურში ერთმანეთს სწორედ შიროვი და ვანგი შეხვდებიან, მჭედლიშვილი ფაბიენ ლიბიშევსკის (საფრანგეთი, 2515) დაუპირისპირდება, ფანცულაია არმან პაშიკიანს (სომხეთი, 2606), აზალაძე – ბელურკარ ნიტიშს (ინდოეთი, 2304), მორჩიაშვილი – შროოკ ვაფას (ეგვიპტე, 2115).

ცნობისთვის, Al Ain Chess Classic მეოთხედ ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 56 860 დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 13 ათასს მიიღებს. ისიც ვთქვათ, რომ 2014 წლის ტურნირის გამარჯვებული გაიოზ ნიგალიძე გახდა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, 3-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

0.112428