ჩოგბურთი

14:44 | 27.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ანტალიის ტურნირი მოიგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) მოიგო.

მე-3 ნომრად განთესილმა გორგოძემ ანტალიაში 4 მატჩის მოგება მოახერხა. ეკატერინე პირველ რაუნდში ისვენებდა, მერვედფინალში თურქი იპეკ ოზი 6:3, 6:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში რუს ამინატ კუშკოვას (მე-6) 6:4, 6:1 სძლია, ნახევარფინალში ბელგიელი დებორა კერფსი (მე-7) დაჯაბნა, ფინალში კი თურქ აილა აკსუს (მე-4) გაუმკლავდა – 6:4, 6:2.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას სოფო ქვაცაბაიაც იღებდა, რომელმაც მეოთხედფინალში ხსენებულ კერფსთან 3:6, 6:1, 2:6 წააგო.

0.125485