ლონოდნის “ჩელსის” ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ შესაძლოა 2016 წლის ზაფხულიდან ინგლისის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს.
როგორც ბრიტანული გამოცემა Sunday People-ი იუწყება, პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავის აგენტს ჟორჟე მენდეშს უთხრა, თუ ზაფხულამდე გუნდს არ ჩავიბარებ და როი ჰოჯსონი ნაკრებიდან წავა, ინგლისს მე ჩავიბარებო.
მოურინიო “ჩელსის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების შედეგად პოსტი 17 დეკემბერს დატოვა. პორტუგალიელი სპეციალისტის ბედს რამდენიმე კლუბს უკავშირებენ.