როგორც კატალონიური გამოცემა SPORT-ი იუწყება, მადრიდის “რეალი” “ბარსელონას” თავდამსხმელის ნეიმარის შეძენას გეგმავს. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯი და ბრაზილიელის მამას დაურეკა.
“რეალი” სამხრეთამერიკელის შეძენას რამდენიმე წლის წინ ცდილობდა, როდესაც ნეიმარი “სანტოსში” თამაშობდა, თუმცა შემტევმა “ბარსელონაში” გადასვლა გადაწყვიტა.
პერესს იმედი აქვს ფეხბურთელი “ბლაუგრანასთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ნეიმარს ხელშეკრულების ვადა 2018 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.