მარნეულში დაიწყო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას 60 სპორტსმენი იღებს. წელს, ტურნირი პირველად ტარდება საერთაშორისო ფორმატში. მასში გამოდიან აზერბაიჯანის და სომხეთის ნაკრებებიც.
პირველი დღის შედეგები
56 კილოგრამი: 1. გურამ გიორბელიძე (ქუთაისი), 182 (80+102); 2. გიორგი დოკვაძე (საჩხერე), 160 (70+90); 3. მანუჩარ გოგოხია (ზუგდიდი), 138 (63+75).
56 კილოგრამში გამოვიდნენ გოგონებიც. უკონკურსოდ, გულშემატკივარმა ნახა სოფიო მუკათარიძე, თეონა ჟიჟილაშვილი, მარიამ სარიევი და ჰიუსტონის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე, თათია ლორთქიფანიძე.
62 კილოგრამი: 1. რამინ შამილიშვილი (ქობულეთი), 250 (114+136); 2. გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) – 249 (113+136); 3. აჩიკო მალაყმაძე (ხელვაჩაური, 225 (103+122).
69 კილოგრამი: 1. გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი), 291 (126+165); 2. თორნიკე თოდაძე (საჩხერე), 261 (120+141); 3. ბაჩანა ქუხილავა (ზუგდიდი), 235 (110+125).
77კილოგრამი: 1.ირაკლი გაბრიჭიძე (საჩხერე), 295 (140+155); 2. გიგი პატარაშვილი (თბილისი), 267 (120+147), 3. ნოდარ კაკაბაძე (ქუთაისი), 262 (122+140).
ხვალ, დაახლოებით 14 საათზე დაიწყება მძიმე წონა და გულშემატკივრები ნახავენ მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს.