“მანჩესტერ სიტის” კაპიტანი ვენსან კომპანი, ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში “სანდერლენდთან” 4:1 მოგებულ შეხვედრაში დაშავდა.
29 წლის ბელგიელს წვივის ტრავმის გამო 8 ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია და მოედანს დღეს დაუბრუნდა. ის სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, როდესაც ნიკოლას ოტამენდი შეცვალა, მაგრამ სულ რაღაც 9 წუთში, წინა ტრავმის რეციდივი შეემთხვა და ადგილი მარტინ დემიკელისს დაუთმო.
აღსანიშნავია, რომ კომპანის არყოფნის პერიოდში, “სიტიმ” პრემიერლიგის სამი შეხვედრა წააგო, მაშინ, როდესაც 18 ტურში მას ჯამში 5 მარცხი აქვს. ბელგიელის ტრავმის სიმძიმე და დაბრუნების ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იბრას წასვლის მერე გუნდი დეპრესიიდან ჯერ კიდე არაა გამოსული და ალბათ ვერც გამოვლენ კაი ხანი
baskonia realis linki dadet ra zmurad