ფეხბურთი

22:04 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” ახალი ემბლემა წარადგინა

ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა “მანჩესტერ სიტიმ”, მე-18 ტურში “სანდერლენდთან” გასამართი შეხვედრის წინ ახალი ემბლემის პრეზენტაცია მოაწყო, რომელიც მოქმედებაში 2016 წლის ზაფხულიდან შევა.

ახალი ემბლემა მრგვალი ფორმისაა, ისევე, როგორც კლუბის ძველი ემბლემები. ამჟამინდელი ემბლემა, რომელიც მრგვალი ფორმის არაა, 1997 წლიდან გამოიყენება, მანამდე კი, 1930-1972 და 1972-1997 წლებში, “სიტის” სწორედ მრგვალი ემბლემები ჰქონდა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ახალი ემბლემის შექმნისას აზრს გულშემატკივარსაც დაეკითხნენ და მათ ხმა სამ ძირითად სიმბოლოს მისცეს, რაც დატანილია კიდეც ახალ ემბლემაზე: გემი, რომელიც სამ წინა ემბლემაზეც ფიგურირებდა და აღნიშნავს ქალაქის სავაჭრო კავშირებს, ასევე მის გლობალურ შესაძლებლობებს; სამი მდინარე - ირველი, მედლოკი და ირკი, ქალაქის სიცოცხლისუნარიანობის ძალის საწყისი. სამი მდინარე გამოსახულია თავად ქალაქის, მანჩესტერის გერბზეც და ის კლუბის ძველ ემბლემებზეც იყო დატანილი; და წითელი ვარდი, რაც ქალაქის მემკვიდრეობის და მის ლანკაშირის საგრაფოსთან ისტორიული კავშირის სიმბოლოა.

0.101496