ფეხბურთი

20:57 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუი ვან გაალი: “ხელმძღვანელობისა და ფეხბურთელების მხარდაჭერას ვგრძნობ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ამბობს, მიუხედავად ოთხმატჩიანი მარცხიანი სერიისა, კლუბის ხელმძღვანელობისა და მოთამაშეების მხრიდან მხარდაჭერას გრძნობს.

ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურში “წითელი ეშმაკები” “სტოკ სიტისთან” 0:2 დამარცხდნენ. ეს გუნდის ზედიზედ მეოთხე მარცხი იყო ჩემპიონთა ლიგის მატჩის ჩათვლის, ინგლისის პრემიერლიგაში კი, სამ მარცხს წინ ორი ფრე უძღვოდა. ამრიგად, ვან გაალის შეგირდებს უკვე თვეზე მეტია, 21 ნოემბრის შემდეგ აღარ მოუგიათ.

მთავარმა მწვრთნელმა განვლილი თამაში ასე შეაფასა:

“შეხვედრა პირველ 45 წუთში დავთმეთ, რადგან ამ პერიოდში საკუთარი თამაშის ჩვენება ვერ გავბედეთ. სწორედ ეს დასკვნა გამოვიტანე. გარემოებები ახლა ძალიან ბევრს წყვეტს და ასე იქნება მომავალ შეხვედრაშიც. ჩვენ ამას უნდა გავუმკლავდეთ და გამოსავალი მოვძებნოთ. ამ ყველაფრის აღქმა ძალიან რთულია, რადგან მისი ნაწილი მეც ვარ. ამის გადალახვა მომიწევს. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩემმა შეგირდებმა ითამაშონ. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც უეინ რუნი სათადარიგოთა სკამზე დავტოვე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვაგვარად მოვიქცეოდი. კლუბის მხრიდან თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი. ვგრძნობ მხარდაჭერას როგორც კლუბის ხელმძღვანელობის, ასევე მოთამაშეების მხრიდან. გულშემატკივრების იმედგაცრუება ლოგიკურია, რადგან დღეს ზედიზედ მეოთხედ დავმარცხდით”.

0.112737