ფეხბურთი

23:23 | 26.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰოჯსონი: “რუნის ევრო 2016-ზე ინგლისის ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს”

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ უეინ რუნის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

“მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად მოაქვს სარგებელი რუნის გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მოედნის მიღმა. ჩვენ გვჭირდება იგი, რათა ბევრი გოლით შეეწიოს ნაკრებს. ვიმედოვნებ, რუნი ევრო 2016-ზე ფორმაში იქნება. ნაკრებში ადგილი ჯერჯერობით გარანტირებული არავის აქვს. გუნდში გამოცდილი ფეხბურთელების ყოფნა დამატებითი უპირატესობაა.” – განუცხადა sky sports-ს ჰოჯსონმა.

ინგლისის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე უელსის, სლოვაკეთის და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134362