როგორც ესპანური Marca იუწყება, “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის “ჩელსის” თავკაცი გახდება. “არისტოკრატებმა” ჟოზე მოურინიო გაანთავისუფლეს და გუნდს სეზონის ბოლომდე გუს ჰიდინკი უხელმძღვანელებს.
“ქალაქელების” მომავალი მწვრთნელი, ევროპული მედიის ცნობით, პეპ გვარდიოლა იქნება. ესპანელმა სპეციალისტმა უკვე დაანონსა, რომ “ბაიერნს” 2016 წელს დატოვებს, ხოლო მის ნაცვლად მიუნხენურ გუნდს კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს.
პელეგრინიმ “სიტი” 2013 წელს ჩაიბარა და პირველივე სეზონში გუნდს პრემიერლიგა და ლიგის თასი მოაგებინა.